Sunday, December 18, 2011

ჩემი სოფელი

1. სახელი:  ,,ჩემი სოფელი"
2.
პროექტის მოკლე აღწერა:   მონაწილეები იკვლევენ თავიანთი სოფლის ისტორიას.
3.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ყოველმხრივ თავიანთი სოფლის ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას.გაიგებენ სოფელში არსებულ მითებსა და მის სიძველეებს. შეისწავლიან წინაპრების საყვარელ ცეკვებს,სიმღერებსა და ხალხურ ლექსებს.ჩაატარებენ კვლევებს თავიანთ კუთხეში მცხოვრები ხალხისგვარების წარმოშობის შესახებ. გაეცნობიან სოფლის ისტორიულ ძეგლებს.გადაიღებენ სურათებს და გააკეთებენ ფოტოალბომს. მოაწყობენ გამოფენას განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში. მოძიებული ფოტომასალა განთავსდება სხვადასხვა საიტებზე.
4. მონაწილეთა ასაკი: V-VI კლასები
5.
ვადები:  ერთი სასწავლო წელი
6.
პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: კვლევა დისკუსიების გამართვა სოფლის შესახებ მოძიებულ მასალებზე. ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ისტორიის შესახებ. აიგება სოფლების მაკეტები და მოხდება ტურისტესბის მოზიდვა.
8.სარგებელი სხვებისათვის: სკოლებში ჩატარდება ფოტოსურათების გამოფენა,გამოფენას დაეთმობა თითო სკოლაში თითო დღე. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თავიანთ თანატოლებს სხვადასხვა კუთხეების თავისებურებებს.
9. სამუშაო ენა: ქართული,ინგლისური.
10.
საგნებთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში. (შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიას), გეოგრაფიაში შეისწავლიან კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას, მათემატიკაში, ქიმიაში (გაიგებენ იქაური წყლების ქიმიურ შემადგენლობას, ხელოვნებაში (დახატავენ სოფლის ბუნებას),მუსიკაში.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.
პროექტის ავტორი სახელი: მანანა მჭედლიშვილი
13.
პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:mchedlishvili.manana28@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:mchedlishvilimanana28.blogspost.com